Belive

ნიცას ბაზაზე გულშემატკივრები შეიჭრნენ და 2 ფეხბურთელი სცემეს

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფრანგული კლუბი ნიცას ფანები კლუბის ბაზაზე შეიჭრნენ და საკუთარი გუნდის ფეხბურთელები სცემეს.

თავდაპირველად გულშემატკივრებმა მთავარი მწვრთნელის გადადგომა მოითხოვეს, შემდეგ კი ფეხბურთელების სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადავიდნენ, სადაც გუნდის ვარჯიში მიმდინარეობდა.

ყველაზე მეტად დაზარალდა კლუბის 2 ფეხბურთელი - ტერემ მოფი და ჟერემი ბოგა, რომლებსაც სახესა და კიდურებზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებათ. ფრანგულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ათობით გულშემატკივარი მათ წიხლებს ურტყამდა და აფურთხებდა. ნიგერიელი და კოტ-დ'ივუარელი ფეხბურთელების მიმართ რასისტული შინაარსის შეძახილებიც ისმოდა.

ნიცა უკვე გამოეხმაურა ბაზაზე მომხდარ ინციდენტს - კლუბში აცხადებენ, რომ ესმით ცუდი შედეგებით გამოწვეული უკმაყოფილების, მაგრამ ასეთ ინციდენტებს დაუშვებლად მიიჩნევენ და დაზარალებულ ფეხბურთელებს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ.

"კლუბი კარგად აცნობიერებს ცუდი თამაშით გამოწვეულ იმედგაცრუებას, რაც კლუბის ღირებულებებს ძალიან სცილდება. თუმცა, ამ შეკრების დროს, თუმცა გულშემატკივრების ქცევა მიუღებელი იყო. კლუბის ბევრ წევრს თავს დაესხნენ. კლუბი სრულ მხარდაჭერას უცხადებს ფეხბურთელებსა და სტაფს და მკაცრად გმობს ამ ქმედებებს..." - ვკითხულობთ ნიცას განცხადებაში

ნიცა ბოლო პერიოდია ლიგა 1-სა და ევროპა ლიგაზე კატასტროფულად გამოიყურება. კლუბი ლიგა 1-ში მე-10 პოზიციაზე იმყოფება და ბოლო 5 თამაშიდან 4-ში დამარცხდნენ, ხოლო ევროპა ლიგაზე კლუბი 36 გუნდში ბოლო პოზიციაზე 0 ქულით იმყოფება.

სხვა სტატიები