Belive

ნიკო კოვაჩი: "ლივერპული ყველაზე ძლიერი მეტოქეა ვინც შეიძლებოდა შეგვხვედროდა"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი აცხადებს, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალურ ეტაპზე საკუთარ კლუბს ყველა შესაძლო ვარიანტიდან ურთულესი მეტოქე შეხვდა. "ჩემს კლუბს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალურ ეტაპზე ყველაზე რთული მეტოქე შეხვდა, ამ ეტაპისთვის "ლივერპული" საოცარ ფორმაშია, თუმცა ჩვენ სრულ მზადყოფნას ვაცხადებთ და გვჯერა, რომ ენფილდიდან სასურველი შედეგით დავბრუნდებით", - განახადა ნიკო კოვაჩმა. კოვაჩმა ინგლისური კლუბის წარმატებულ სვლაზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ლივერპული არის გუნდი, რომელიც პრემიერლიგას სათავეში უდგას, ხოლო გოლების სხვაობით მეორე ადგილზეა. ასევე აღსანიშნავია, რომ "მერსისაიდელები" ევროპულ სარბიელზე საკუთარ მოედანზე 19 შეხვედრის განმავლობაში არ დამარცხებულან. ინტერვიუს ბოლოს ნიკო კოვაჩმა კიდევ ერთხელ გაიმეორა სიტყვები, რომ საკუთარ კლუბს ყველაზე რთული მეტოქე ეყოლება, თუმცა ამისთვის მზად არიან და წარმატების დიდი რწმენა აქვთ.  

სხვა სტატიები