ბოლო წლებში საფეხბურთო ნაკრებებს მაყურებლისთვის არაერთი ლამაზი მაისური წარუდგენია.
ასეთად შეგვიძლია გავიხსენოთ ნიგერიის ნაკრები, რომელმაც 2018 წლის მუნდიალზე ულამაზესი დიზაინის მაისურით ითამაშა.
Nike-მა დღეს წარადგინა ნორვეგიის 2020 წლის საგარეო მაისური, რომელმაც ქომაგთა მოწონება დაიმსახურა.
სკანდინავიელთა ფორმის დიზაინი აისბერგის სტილშია შექმნილი.