Belive

ნიკა კვეკვესკირმა ლეხთან კონტრაქტი 3 წლით გაახანგრძლივა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა კვეკვესკირმა, პოზნანის "ლეხთან" კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა.

პოლონეთის მოქმედ ჩემპიონთან კონტრაქტი ეროვნული გუნდის ვიცე-კაპიტანმა უკვე მეორედ გაახანგრძლივა.

"ამ კლუბში ჩემი თავგადასავალი მარტივად არ დაწყებულა, მაგრამ ეტაპობრივად გუნდში ჩემი თავი დავიმკვიდრე და საკუთარი ღირებულების წარმოჩენა შევძელი.

გავხდი ფანტასტიკური გუნდის წევრი, რომელთან ერთადაც ეროვნული ჩემპიონატი მოვიგე. ეს თასი განსაკუთრებული იყო ჩემთვის, მით უმეტეს, რომ კლუბისა და გულშემატკივრებისთვის გამორჩეულ წელს მოვიგეთ. თითოეულმა ჩვენგანმა ამის გამო დიდი სიამაყე ვიგრძენით.

ძალიან ბედნიერი ვარ კონტრაქტის გახანგრძლივებით, რადგან პოზნანში თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. იგივე შემიძლია ვთქვა ჩემს ოჯახზე, რომელიც ამ ქალაქს განსაკუთრებულ ადგილად მიიჩნევს. ეს არის ჩემი კლუბი, ეს არის ჩემი ფერები და მინდა ყველაფერი გავაკეთო, რომ გადავიხადო ჩემს მიმართ გამოჩენილი ნდობისა და მონდომების გამო.

ჩემპიონის ერთი ტიტულით კმაყოფილი არ ვარ, მინდა პოლონეთში მეტი თასი მოვიგო და ღირსეულად წარმოვაჩინო "ლეხი" ევროპაში. ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი", - თქვა ნიკა კვეკვესირმა.

"ნიკამ არაერთხელ დაგვანახა, რომ მისი იმედი შეგვიძლია გვქონდეს, რადგან სწორი უნარები აქვს. ვიმედოვნებთ, რომ ის გააგრძელებს ბრძოლას მოედნის ცენტრში ადგილისთვის იესპერ კარლსტრომთან და რადოსლავ მურავსკისთან ერთად. თქვენ ხედავთ, რომ ეს ბრძოლა მათ უბიძგებს გაუმჯობესებისკენ და იმისდა მიუხედავად, თუ რომელ ვარიანტს გადაწყვეტს სამწვრთნელო პერსონალი კონკრეტულ მატჩში სათამაშოდ, ჩვენ გვაქვს მაღალი ხარისხი მოედნის შუა ზონაში", - თქვა კლუბის სპორტულმა დირექტორმა, ტომაშ რაშამ.

30 წლის ქართველი ფეხბურთელი "ლეხს" 2021 წლის იანვარში, ყაზახური "ტობოლის" დატოვების შემდეგ, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, რის შემდეგაც "ლურჯ-თეთრების" მაისურით 74 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.

სხვა სტატიები