Belive

ნიკა კვეკვესკირი: "სიმბოლურია რომ ჯგუფში პირველი ადგილი თბილისში, მაკედონიასთან გამარჯვებით უნდა დავიკავოთ"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა მატჩში, საქართველოს ნაკრები ჩრდ. მაკედონიის ეროვნულ გუნდს ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” უმასპინძლებს.

მატჩის წინ, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, ნიკა კვეკვესკირმა კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ამ შეხვედრას როგორც სატურნირო, ისე სიმბოლური კუთხით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

"სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, გვაქვს კონკრეტული მიზანი - ჯგუფის პირველ ადგილზე დასრულება და სიმბოლურიც არის, რომ ეს ჩრდილოეთ მაკედონიასთან, თბილისში უნდა მოხდეს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ აქ, ჩვენი გულშემატკივრის წინაშე შევასრულოთ დასახული ამოცანა.

ჩრდილოეთ მაკედონიასთან შეხვედრა, პირველ რიგში, გულშემატკივრებისთვის არის განსაკუთრებული, რადგან ისინი ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფინალურ მატჩზე არ იმყოფებოდნენ და მიხარია, რომ სავსე სტადიონის წინაშე ვითამაშებთ", -
ციტირებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ნიკა კვეკვესკირის სიტყვებს.

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების შეხვედრა 23 სექტემბერს გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. ჩვენი გუნდი სულ მცირე ქულის მოპოვების შემთხვევაშიც კი უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალის საგზურს მოიპოვებს.

სხვა სტატიები