Belive

ნიკა კვეკვესკირი: "მთავარ მიზანს მივაღწიეთ, ოცნების ასრულებაც შეგვიძლია"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის საუკეთესო გუნდი გახდა - ამ შედეგის დასაფიქსირებლად ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში გიბრალტარს სტუმრად - 2:1 აჯობა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა კვეკვესკირმა კომენტარი გააკეთა.

"მთავარია, მივაღწიეთ ჩვენს მიზანს, გავიმარჯვეთ, სამი ქულა მოვიპოვეთ და პირველ ადგილზე ვართ იმ ოთხ გუნდს შორის, რომლებმაც საკუთარ ჯგუფებში გაიმარჯვეს. C ლიგის პირველადგილოსანი გუნდი ვართ, რაც მოგვცემს იმის უფლებას, რომ ნახევარფინალური მატჩი ჩვენს მოედანზე ვითამაშოთ. მგონია, რომ ეს დიდი უპირატესობაა. ეს გუნდი განსაკუთრებულია და მჯერა, რომ შეგვიძლია იმის მიღწევა, რაზეც ყველა ვოცნებობთ", - თქვა 30 წლის ნახევარმცველმა.

საქართველოს ნაკრებმა მეოთხე ჯგუფში 5 მატჩი მოიგო, 1 ფრედ დაასრულა, 16 გოლი გაიტანა, საკუთარ კარში 3 მიიღო და ერთა ლიგის ჯგუფის ოთხ საუკეთესო გუნდს შორის პირველობა მოიპოვა.

სხვა სტატიები