Belive

ნიდერლანდებთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
6 ივნისს, ნიდერლანდების ქალაქ ენსხედეში, "ტვენტეს" სტადიონზე, საქართველოს ეროვნული გუნდი ადგილობრივ ნაკრებს დაუპირისპირდება. ამხანაგურ შეხვედრაში "ჯვაროსნები" შემდეგი შემადგენლობით ითამაშებენ:  საქართველოს ნაკრები: გიორგი ლორია - ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია, დავით ხოჭოლავა, გურამ გიორბელიძე, ლაშა დვალი - ვაკო გვილია, გიორგი აბურჯანია, ოთარ კიტეიშვილი -  საბა ლობჟანიძე, ბუდუ ზივზივაძე. ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდისა და ნიდერლანდების ნაკრების დაპირისპირება თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

სხვა სტატიები