Belive

ნიდერლანდებს 5 ვარსკვლავი გამოაკლდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ნიდერლანდების ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს 5 ვარსკვლავი გამოაკლდა. სტივ ბოტმანმა, კოდი გაკპომ, მატიის დე ლიხტმა, ბარტ ვერბრუგერმა და ჯოი ვეერმანმა "ნარინჯისფერების" საწვრთნელი ბანაკი ინფექციური დაავადების გამო დატოვეს. მოთამაშეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ფეხბურთელების დანაკლისის შესახებ ინფორმაციას, ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. დანაკლისის აღმოსაფხვრელად, რონალდ კუმანმა 3 ფეხბურთელს უხმო. გამოძახებულთა შორის რაიან გრავენბერხი ("ბაიერნი"), კიელ შერპენი ("ვიტესი") და სტეფან დე ვრეი ("ინტერი") მოხვდნენ.

გრავენბერხი და შერპენი ნიდერლანდების ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად იმყოფებიან შეკრებაზე და უახლოეს პერიოდში შეუერთდებიან ძირითად გუნდს. რაც შეეხება დე ვრეის - "ინტერის" ფეხბურთელი ნაკრებს პარიზში შეუერთდება.

შეგახსენებთ, 24 მარტს საფრანგეთისა და ნიდერლანდების დაპირისპირება შედგება, ხოლო 27 მარტს, ნიდერლანდები გიბრალტარს დაუპირისპირდება.