ნიდერლანდების ნაკრებმა საინტერესო სტატისტიკა გაიუმჯობესა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ევრო 2024-ზე ყველა 1/4-ფინალური წყვილი ცნობილია. გუშინდელ სათამაშო დღეს ბოლო ვაკანტური ადგილები თურქეთმა და ნიდერლანდებმა შეავსეს. თურქეთმა ავსტრია 1:2 ხოლო, ნიდერლანდების ნაკრებმა რუმინეთი დამაჯერებლად 0:3 დაამარცხა.
გარდა იმისა, რომ კუმანის გუნდი ამ გამარჯვებით ფინალს უფრო მიუახლოვდა, ნაკრებმა სტატისტიკაც გაიუმჯობესა. 2000 წლის შემდეგ, ნიდერლანდებმა პლეი-ოფში ერთ გოლზე მეტის გატანა პირველად შეძლო. "ნარინჯისფერებმა" ბოლოს ეს იუგოსლავიის წინააღმდეგ მოახერხეს, როცა მეტოქე 6-1 დაამარცხეს.
ნიდერლანდების მეტოქე 1/4-ფინალში თურქეთი იქნება. მათი დაპირისპირება 6 ივნისს 23:00 საათზე არის ჩანიშნული.
დანარჩენი 1/4-ფინალური წყვლები ასე გამოიყურება:
05.07. 20:00 ესპანეთი Vs. გერმანია
05.07. 23:00 პორტუგალია Vs. საფრანგეთი
06.07. 20:00 ინგლისი Vs. შვეიცარია