Belive

ნიდერლანდების ნაკრების დანაკლისი: დე იონგი ევრო 2020-ზე ვეღარ ითამაშებს  

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ნიდერლანდების ნაკრების თავდამსხმელი, ლუკ დე იონგი ევრო 2020-ზე თავისი ეროვნული გუნდის დახმარებას ტრავმის გამო ვეღარ შეძლებს. ამის შესახებ ნიდერლანდების ფეხბურთის ასოციაციის პრესსამსახური იუწყება. 30 წლის თავდამსხმელი გუშინდელი ვარჯიშის დროს დაშავდა, რის შემდეგაც მან დატოვა "ნარინჯისფერების" შეკრების ბაზა. ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე დე იონგმა მონაწილეობა მიიღო ორ შეხვედრაში, რომლებშიც ის მოედანზე შეცვლაზე შევიდა, უკრაინისა (3:2) და ავსტრიის (2:0) წინააღმდეგ მატჩებში. 30 წლის ფორვარდს ეროვნულ გუნდში 38 შეხვედრაში 8 გოლი აქვს გატანილი. ჯგუფური ეტაპი ნიდერლანდებმა ცხრა ქულით, სამივე შეხვედრის მოგებით და C ჯგუფში პირველი ადგილით დაასრულეს. მერვედფინალს "მფრინავი ჰოლანდიელები" 27 ივნისს გამართავენ, მეტოქე კი 23 ივნისს გახდება ცნობილი.

სხვა სტატიები