Belive

ნ'გოლო კანტე მალიში 5 მილიონი დოლარის ღირებულების საავადმყოფოს ააშენებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ნ'გოლო კანტე მალიში, კონკრეტულად კი ქალაქ ბამაკოში 5 მილიონი დოლარის ღირებულების საავადმყოფოს ააშენებს, რომელიც ხელს შეუწყობს ბავშვების და ღარიბი ოჯახების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას. "ალ-იტიჰადის" ფეხბურთელი მალელი მშობლების ოჯახში პარიზში დაიბადა, მიუხედავად იმისა, რომ ის საფრანგეთში გაიზარდა ყოველთვის ცდილობს მალიში ხალხს დაეხმაროს.

საუდის არაბეთში ნ'გოლო კანტეს წლიური შემოსავალი დაახლოებით 25 მილიონი დოლარია. მას კარიერის განმავლობაში 2 პრემიერ ლიგის ტიტული აქვს მოგებული, "ლესტერთან" და "ჩელსისთან" ერთად, ასევე მოიგო ჩემპიონთა ლიგა ლონდონურ კლუბში, 2018 წელს საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონობაც იზეიმა.

სხვა სტატიები