Belive

NEW YORK TIMES-ის ჟურნალისტი: "კვარაცხელია ევროპის ყველაზე გასაოცარი ფეხბურთელია"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული გამოცემის, THE NEW YORK TIMES-ის ჟურნალისტი, რორი სმიტი ნეაპოლში იმყოფებოდა, რათა საქართველოს ნაკრების და "ნაპოლის" ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას თამაში ცოცხლად ენახა, რის შემდეგაც მან 22 წლის ქართველი ვარსკვლავის შესაძლებლობები აღმატებით ხარისხში შეამკო და აღნიშნა, რომ ის ევროპის ყველაზე გასაოცარი ფეხბურთელია.

"ამერიკაში განსაკუთრებულად აფასებენ პირველი კლასის ტალანტს. კვარა სხვა ჩემპიონი მოთამაშეებისგან განსხვავდება. მას უჩვეულო ნიჭი აქვს. ის ევროპის ყველაზე საოცარი ფეხბურთელია. ევროპული ფეხბურთი თითქმის არასდროს გვთავაზობს სიურპრიზებს. დიდი ჩემპიონები, რა თქმა უნდა, ყურადღების ცენტრში არიან და მათზე დამყარებულ იმედებს ამართლებენ, გოლებს იტანენ და აღიარებას იღებენ, მაგრამ, კვარა საერთოდ სხვაა", - წერს რორი სმიტი და გვპირდება, რომ მომავალში კვარაცხელიასთან ვრცელ ინტერვიუს შემოგვთავაზებს.

22 წლის ქართველ ვარსკვლავს 2022/23 წლების სეზონში “ნაპოლის” შემადგენლობაში 27 მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი და 12 საგოლე პასი გაკეთებული.

“ნაპოლი” იტალიის სერია A-ს 25 ტურის შემდეგ, 65 ქულით, უახლოეს მდევარ მილანის “ინტერთან” 15-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს. გუნდს შემდეგი მატჩი სერია A-ს 26-ე ტურის ეგიდით, 11 მარტს "ატალანტას" წინააღმდეგ აქვს ჩასატარებელი. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები