Belive

ნევილი: ,,სიტის ძირითად შემადგენლობაში იუნაიტედის ვერცერთი ფეხბურთელი ვერ მოხვდებოდა''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,მანჩესტერ იუნაიტედის'' ყოფილმა მცველმა, გარი ნევილმა, ,,წითელი ეშმაკების'' ფეხბურთელები ,,მანჩესტერ სიტის'' ფეხბურთელებს შეადარა:
,,მანჩესტერ სიტის ძირითად შემადგენლობაში იუნაიტედის ვერცერთი ფეხბურთელი ვერ მოხვდებოდა. მინდა, გულწრფელი ვიყო. დიაში, ლაპორტი, კანსელუ, უოკერი - თითოეული მათგანი იუნაიტედის დაცვის ოთხეულზე ძლიერია. ნახევარდაცვა - ფერნანდინიო და როდრი ,,წითელი ეშმაკების'' საყრდენებზე უკეთესები არიან. ბერნარდუ სილვა, გიუნდოგანი, დე ბრუინე... თუ ბოლო 12-18 თვეს გავითვალისწინებთ, ბრუნო ფერნანდეში ერთადერთია, ვისაც სიტის თერთმეტეულში მოხვედრის შანსი ექნებოდა, მაგრამ მას სილვას ან დე ბრუინეს ნაცვლად ვერ დავაყენებდი. ქალაქელთა შემადგენლობაში ვერც რონალდუ მოხვდებოდა,'' - ნევილის სიტყვებს Daily Mail-ი ციტირებს.
დღეს პრემიერლიგის 28-ე ტურში, ,,მანჩესტერ სიტი'' ,,მანჩესტერ იუნაიტედს'' უმასპინძლებს. მატჩი 20:30 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები