Belive

Netflix-მა მანჩესტერ სიტის საოცარ სეზონზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

2 აპრილს Netflix-ის პლატფორმაზე "მანჩესტერ სიტის" შესახებ, 6-სერიანი დოკუმენტური ფილმის პრემიერა შედგება. ნამუშევარი "ქალაქელების" საოცარ მიღწევას ეხება. 2022/2023 წლის სეზონში პეპ გვარდიოლას გუნდმა ჩემპიონთა ლიგა, პრემიერ ლიგა, FA თასი მოიგო და ე.წ. ტრებლი შეასრულა.

ტრებლის მოგება ამ კლუბისთვის მართლაც განსაკუთრებული მომენტი იყო. ფეხბურთელებიდან დაწყებული კლუბში მომუშავე პერსონალით დამთავრებული, ყველამ უდიდესი სამუშაო გასწია, რომ ეს შედეგი მიგვეღო. ძალიან ვამაყობ, რომ ჩვენი წარმატებისთვის, შემდეგი თასისთვის, შემდეგი თამაშისთვის ვაგრძელებთ ბრძოლას. ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება ეს წარმოუდგენელი დრო და ვიმედოვნებ, ფანები ამ ახალი სერიალის ყურებისას იმ დიდებულ დროს გაიხსენებენ. - განაცხადა პეპ გვარდიოლამ

მიმდინარე სეზონში "მანჩესტერ სიტი" გასული წლის შედეგის გამეორების შანსს ინარჩუნებს. გვარდიოლას გუნდი პრემიერ ლიგაში მეორე პოზიციაზეა და "ლივერპულს" მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება. FA თასზე "სიტი" 1/4-ფინალშია, სადაც "ნიუკასლს" შეხვდება. "ქალაქელებს" ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალურ შეხვედრაში "კოპენჰაგენის" წინააღმდეგ განმეორებითი მატჩი ელით. გვარდიოლას ბიჭებმა პირველი თამაში 3-1 მოიგეს. აღნიშნული დაპირისპირება დღეს 23:55 საათზე არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები