Belive

ნეფთჩის მწვრთნელი: "დინამოს უპირატესობა ექნება, მაგრამ ჩვენ ამ ტესტს ჩავაბარებთ" 

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, "დინამო თბილისის" მეტოქე გუნდის, ბაქოს "ნეფთჩის" მთავარმა მწვრთნელმა, სამირ აბასოვმა, საქართველოს მოქმედი ჩემპიონის ძალების და მოახლოებული დაპირისპირების შესახებ ისაუბრა.,
"ჩვენი მეტოქე სულ ცოტა ხნის წინ გაირკვა, ამიტომ ახლა ძნელია მეტოქის შესახებ კომენტარის გაკეთება. დღეიდან ჩვენ დავიწყებთ მოწინააღმდეგის ანალიზსა და გამოკვლევას. "დინამო თბილისის" მთავარი უპირატესობა არის ის , რომ ამჟამად მიმდინარეობს საქართველოს ჩემპიონატი. გუნდი კარგ ფორმაშია, ორი დღის წინ სტუმრად 2:0 სძლია "სამტრედიას". მეორე მხრივ, ჩვენ კარგად ვიცნობთ "დინამოს" მთავარ მწვრთნელს, კახაბერ ცხადაძეს. მე მისი ხელმძღვანელობით ბაქოს "ინტერში" ვთამაშობდი და მის შესაძლებლობებს კარგად ვიცნობ. მართალია, რომ ჩვენ გვაქვს გარკვეული პრობლემები. მაგალითად, ჩვენი ზოგიერთი ფეხბურთელი სავიზო პრობლემების გამო ვერ შეუერთდა ვარჯიშს და ეროვნული გუნდიდან დაბრუნებულებს დაღლილობის გამო დასვენება სჭირდებათ. ამას პანიკისთვის არ ვამბობ, სერიოზულად მოვემზადებით თამაშისთვის. რა თქმა უნდა, უპირატესობები გვაქვს. გულწრფელად რომ გითხრათ, წილისყრიდან მალევე ვერ მეტოქის ძალებს იდეალურად ვერ გავაანალიზებ. მიუხედავად იმისა, თუ რომელი გუნდი იქნებოდა ჩვენი მოწინააღმდეგე, მეტოქეს ყველა შემთხვევაში ანალოგიურად გავაანალიზებდით და მოვამზადებოდით. ჩვენი გადმოსახედიდან, ჩვენ არ ვართ გუნდი, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს ჩემპიონთა ლიგაში, მრავალი წლის განმავლობაში შორს ვართ ამ ტურნირიდან. ეს იქნება ტესტი ჩვენთვის და მჯერა, რომ ამ ტესტს ჩავაბარებთ. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის შანსი. იმედია, ჩვენი ხალხისა და გულშემატკივრების მხარდაჭერით, ამ ეტაპს გავივლით", - თქვა აზერბაიჯანის მოქმედი ჩემპიონის თავკაცმა.
"დინამო თბილისი" "ნეფთჩის" ორრაუნდიანი დაპირისპირების პირველ მატჩში 6 ივლისს უმასპინძლებს, საპასუხო შეხვედრაში კი ბაქოში, 13 ივლისს ესტუმრება.

სხვა სტატიები