ნემანია მატიჩი: "მანჩესტერს ისტორიაში ყველაზე ცუდი მეკარე ჰყავს - ეს ჩვენ გამოგვადგება"
ევროპა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის პირველი დაპირისპირებები 10 აპრილს გაიმართება. პლეი-ოფის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირისპირება ლიონში შედგება, სადაც "ლიონი" "მანჩესტერს" უმასპინძლებს.
მატჩისწინა პრესკონფერენაციაზე, ფრანგული კლუბის მხრიდან, მთავარ მწვრთნელთან ერთად, ყოფილი "წითელი ეშმაკი" ნემანია მატიჩი გამოცხადდა, რომელმაც ჟურნალისტის კითხვებს უპასუხა და მან ასევე პასუხი გასცა ანდრე ონანას განცხადებას.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველ მატჩს შინ გავმართავთ, ვეცდებით, რომ მეორე მატჩამდე კომფორტული უპირატესობით მივიდეთ, რადგან ოლდ ტრაფორდზე თამაში საკმაოდ რთულია. გამომიცდია და "მანჩესტერის" ღირსებად 5 წლის განმავლობაში ვიცავდი, ჩემთვის დიდი გრძნობა იქნება იქ დაბრუნება.
ონანამ თქვა, რომ ისინი ჩვენზე უკეთესები არიან? როდესაც "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაში ყველაზე ცუდი მეკარე ხარ, უნდა იფიქრო იმაზე, რაზეც საუბრობ.
ვან დერ სარი, შმეიხელი ან დე ხეა რომ ამბობდნენ ამას, კარგი... მაგრამ ონანა... ის ერთ-ერთი ყველაზე ცუდია". - ნემანია მატიჩი
🚨🎥 | Nemanja Matic replies to André Onana’s comments about Manchester United being better than Lyon:
— (fan) Frank 🧠🇵🇹 (@AmorimEra) April 9, 2025
“When you are one of the worst goalkeepers in Man United history, you need to take care what you’re talking about.”
pic.twitter.com/p7FC1dX20I
ნემანია მატიჩი "წითელი ეშმაკების" ღირსებას 2017-2022 წლებში იცავდა, რა პერიოდშიც მან 189 მატჩი ჩაატარა, სადაც 4 გოლის გატანა და 11 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.
"ლიონისა" და "მანჩესტერის" დაპირისპირება 10 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.