Belive

ნეიმარმა პატარა ბავშვის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა (ვიდეო)

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიო ჩემპიონატზე არც ისე გამორჩეული ასპარეზობის შემდეგ, უამრავმა გულშემატკივარმა ნეიმარის სუპერვარსკვლავობა ეჭვქვეშ დააყენა - მიუხედავად ამისა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ცხოვრებისეული ფანი შეიძინა. საფრანგეთის ლიგა 1-ის ეგიდით გამართულ შეხვედრაში, "ნიმი" - "პსჟ"-ს დაუპირისპირდა. მატჩი მასპინძელთა მარცხით, ანგარიშით 2:4 დასრულდა. ნეიმარმა გატანილი გოლითა და ბრწყინვალე თამაშით გამოიჩინა თავი, მატჩის დასრულების შემდეგ კი ტრიბუნებზე მსხდომი გულშემატკივრების აპლოდისმენტები დაიმსახურა. საფინალო სასტვენის შემდეგ, მოედანზე პატარა ბავშვი შეიჭრა, რომელიც ნეიმარმა ხელში აიყვანა და ჩაიხუტა. საკუთარ კუმირთან შეხვედრის შემდეგ, პატარა გულშემატკივარმა ემოციების დამალვა ვერ შეძლო და ატირდა. საპასუხოდ, ნეიმარმა ბავშვს საკუთარი მაისური უსახსოვრა, რასაც ტრიბუნების აღფრთოვანება მოჰყვა.

სხვა სტატიები