Belive

ნეიმარის დედა 22 წლის ბიჭს ხვდება

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სოციალურ ქსელში მეტად უცნაური ინფორმაცია ვრცელდება. როგორც ცნობილია ნეიმარის მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ და ახლა ბრაზილიელი სუპერვარსკვლავის დედა 22 წლის ბიჭს ხვდება. ნადინე გონსალვესის რჩეული ტიაგო რამოსი გახლავთ. ტიაგო ნეიმარზე 6 წლით უმცროსია.
Capture
ტიაგო რამოსი მოდელი გახლავთ. ასევე იგი ნეიმარის დიდი გულშემატკივარია და აქტიურად ადევნებს მის თამაშებს თვალს. 2017 წელს ტიაგოს, თავის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული აქვს პოსტი შემდეგი შინაარსით: "მე შენით აღფრთოვანებული ვარ. შეუძლებელია გადმოსცე რას ნიშნავს იყო ისეთი ფეხბურთელის გულშემატკივარი, როგორიც შენ ხარ. ვუყურებ შენს თამაშებს და ეს ძალიან დიდ მოტივაციას მაძლევს. იმედი მაქვს ოდესმე ამას წაიკითხავ და გაგიცნობ."
როგორც ხედავთ ტიაგოს ეს ოცნება აუხდა და მეტიც ახლა ის ბრაზილიელი ვარსკვლავის დედის შეყვარებულია. თავად ფეხბურთელს არანაირი პრობლემა არ აქვს და მიესალმება ამ ურთიერთობას.

სხვა სტატიები