Belive

ნეიმარი სვამს და არ ვარჯიშობს | პსჟ-ში დიდი არეულობაა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"პსჟ"-ში მორიგი არეულობაა - გავრცელებული ინფორმაციით, ნეიმარი ალკოჰოლს იღებს და აღარ ვარჯიშობს. ფრანგული მედიის შეფასებით, ბრაზილიელი გუნდს ანადგურებს. როგორც ცნობილია, 30 წლის ვარსკვლავი "პსჟ"-ს ხელმძღვანელობას ღიად უპირისპირდება. რაც შეეხება მაურისიო პოჩეტინოს, ის კონტროლის დამყარებას ვეღარ ახერხებს. "რეალთან" განცდილი მძიმე მარცხისა (0:3) და ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ, ნეიმარს პარიზელმა გულშემატკივარმა დაუსტვინა.
"ეს ასეა, ნეიმარი "პსჟ"-ის შურისძიების სულისკვეთებით არის სავსე. ვარჯიშებზე თითქმის მთვრალი მიდის და აღაფერს აკეთებს. თუ არ გაუშვებენ, ნეიმარი გუნდს დააზიანებს," - ამბობს ფრანგი ჟურნალისტი, დანიელ რიოლო.

სხვა სტატიები