Belive

ნეიმარი სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

19 თებერვალს, ,,ლილთან'', საფრანგეთის ლიგა 1-ის 24-ე ტურის შეხვედრაში მიღებული ტრავმის გამო, ნეიმარი მიმდინარე სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს. ინფორმაციას ,,პარი სენ ჟერმენის'' ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

,,ნეიმარმა ბოლო წლების განმავლობაში მარჯვენა კოჭი არაერთხელ დაიზიანა. ბოლო დაზიანების შემდეგ ,,პარი სენ ჟერმენის'' სამედიცინო პერსონალმა რეკომენდაცია ოპერაციას გაუწია, რათა რეციდივის დიდი რისკი თავიდან ავიცილოთ. ოპერაცია უახლოეს დღეებში დოჰაში ჩატარდება.

ფეხბურთელის მოედანზე დაბრუნებას 3-4 თვე დასჭირდება,'' - წერია გუნდის განცხადებაში.

მიმდინარე სეზონში ნეიმარის ანგარიშზე ,,პსჟ-ის'' მაისურით ჩატარებულ 29 შეხვედრაში 18 გოლი და 17 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები