ნეიმარი პელეს რეკორდს მიუახლოვდა | ბრაზილიელი ლეგენდის ემოციური გამოხმაურება
2 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
"პელეს რეკორდთან მიახლოება დიდ სტიმულს მმატებს. უკანასკნელი 2-წლის განმავლობაში დიდ სირთულეებს წავაწყდი. გატანილი გოლების რაოდენობა უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. ბრაზილიის ნაკრების მაისურით თამაში უდიდესი პრივილეგია და სიამოვნებაა. წარმოადგინო შენი ქვეყანა, ოჯახი, მეგობრები და გაახარო გაჭირვებაში მყოფი გულშემატკივრები - ეს უდიდესი პატივია." "ჩემთვის უმთავრესია ვიყო მომავალი თაობისათვის მისაბაძი და გავახარო გულშემატკივრები. მიყვარს ისტორია, რომელსაც აქ ვწერ - მსურს ჩემი ოჯაი და მეგობრები ჩემით ამაყობდნენ", - აღნიშნა ნეიმარმა.პელე, რომელიც ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება, ნეიმარის ემოციურ გამოსვლას არანაკლებ ემოციური განცხადებით ეხმაურება.
"ყოველთვის, როდესაც მას ვხედავ იღიმის. შეუძლებელია საპასუხოდ არ გაუღიმო და მის მიმართ დადებითად არ განეწყო." "ყველა ბრაზილიელი მიყვარს - ბრაზილიელების თამაშის ყურებით სიამოვნებას ვიღებ. ჩემს მიერ გატანილი გოლების რეკორდის მოსახსნელად, ნეიმარმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. გულწრფელად ვგულშემატკივრობ, რომ რეკორდი მოხსნას. ნეიმარის თამაშის ყურების დროს, ისეთივე სიამოვნებას ვიღებ, როგორსაც მოედანზე ყოფნისასა თავად განვიცდიდი", - აღნიშნა პელემ.