Belive

ნეიმარი: ,,პარი სენ ჟერმენში დარჩენა მინდა''

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

,,პარი სენ ჟერმენის'' თავდამსხმელმა, ნეიმარმა, განაცხადა, რომ კარიერის გაგრძელება კვლავ პარიზულ კლუბში სურს:

,,პსჟ-ში დარჩენა მინდა. ჩემს მომავალზე გუნდს ჩემთვის ჯერჯერობით არაფერი უთქვამს, ამიტომ არ ვიცი, რა გეგმები აქვთ მათ,'' - ბრაზილიელის სიტყვებს Le Parisien-ი ციტირებს.
დღეს ნეიმარის შესახებ ,,პსჟ-ის'' მთავარ მწვრთნელს, კრისტოფ გალტიეს ჰკითხეს:
,ნეიმარი აქ ბედნიერია და ვარჯიშის დაწყების შემდეგ, კარგად მუშაობს. არ ვიცი, რა მოხდება სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, მასთან პირისპირ არ მისაუბრია. ნეიმარს არ აინტერესებს, რას ამბობს ხალხი, ის სიამოვნებით ვარჯიშობს,'' - განაცხადა გალტიემ
ნეიმარი ,,პსჟ-ში'' 2017 წლიდან თამაშობს, ბრაზილიელს გუნდთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. გასულ სეზონში 30 წლის ფეხბურთელმა პარიზული კლუბის მაისურით ჩატარებულ 28 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები