Belive

ნეიმარი კარიერას ალ ჰილალში გააგრძელებს

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

როგორც ევროპულ მედიაში აქტიურად გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით  ირკვევა, 31 წლის სუპერვარსკვლავი "პსჟ-დან" კარიერას საუდის არაბეთის ლიგის წარმომადგენელ "ალ ჰილალში"  გააგრძელებს.

Foot Mercato-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარიზული გრანდი ამ ტრანსფერის სანაცვლოდ 90 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო ბრაზილიელი ფეხბურთელი საუდის არაბეთში უახლოეს პერიოდში ჩავა და სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

გავრცელდა ცნობები იმის შესახებაც, რომ ლუის ენრიკემ და ლუის კამპუშმა, შესაბამისად გუნდის მთავარმა მწვრთნელმა და სპორტულმა დირექტორმა, ბრაზილიელს აცნობეს, რომ მას გადაჭარბებული მოთხოვნები ჰქონდა და სჯობდა ახალი გუნდი მოეძებნა. არადა, ლუის ენრიკეს მისვლის შემდეგ - რომელთან ერთადაც ნეიმარმა "ბარსელონაში" კარიერის გამორჩეული პერიოდი გაატარა - მიიჩნეოდა, რომ მისი როლი გუნდში გაცილებით მნიშვნელოვანი გახდებოდა, მაგრამ მოვლენები საპირისპირო გზით განვითარდა.

Le Parisien-ის ცნობით, ტრანსფერი დაახლოებით 90 მილიონი ევრო დაჯდება, თავად ფეხბურთელი კი წელიწადში 100 მილიონ ევრომდე გამოიმუშავებს.

 

სხვა სტატიები