Belive

ნეაპოლში ხვიჩა კვარაცხელიას სახლი გაქურდეს - მოპარულია მანქანა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ცნობილი იტალიური გამოცემის "Corriere dello Sport"-ის ინფორმაციით, ნეაპოლში ხვიჩა კვარაცხელიას სახლი გაქურდეს. მძარცველებმა ხვიჩა კვარაცხელიას მანქანა "მინი კუპერ ქანთრიმენი" მოიპარეს.

აღნიშნული ინფორმაციით, ძარცვის დროს ხვიჩა კვარაცხელია სახლში იმყოფებოდა, თუმცა მან ვერაფერი შეამჩნია. ქართველმა ფეხბურთელმა პოლიციაში საჩივარი უკვე შეიტანა და დღეს გუნდთან ერთად ვარჯიშზეც წავიდა. პოლიციამ ამ ფაქტის შესახებ გამოძება უკვე დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი ფაქტი 2011 წელსაც დაფიქსირდა, როდესაც "ნაპოლის" ლეგენდარულ სლოვაკ ფეხბურთელს - მარეკ ჰამშიკსა და მის ფეხმძიმე ცოლს ქუჩაში მანქანა მოპარეს.

ასევე 2021 წელს 24 საათის განმავლობაში მანქანები მოპარეს: ლუჩიანო სპალეტის, დიეგო დემესა და პიოტრ ზელინსკის.

სხვა სტატიები