Belive

ნდიკა თავს კარგად გრძნობს, მას გულის შეტევა არ დაუდასტურდა

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს 32-ე ტურში "რომასა" და "უდინეზეს" შორის შეხვედრა სამწუხარო მიზეზის გამო შეწყდა. რომაელთა მცველი ევან ნდიკა მატჩის მიმდინარეობისას ცუდად გახდა და მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

ნდიკას ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია და სხვა დიაგნოსტიკური ტესტები გულმკერდის ტკივილის მიზეზის დასადგენად. Sky Sport Italy იტყობინება, რომ ტესტებმა დაადასტურა - ფეხბურთელს გულის შეტევა არ ჰქონია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დადებითი ამბების მიუხედავად, ნდიკა საავადმყოფოში რჩება შემდგომი დაკვირვებისთვის. რომას მცველის ნდიკას ცუდად გახდომის ზუსტი მიზეზი ჯერ კიდევ არ არის ცნობილი. რომას ოფიციალური გვერდი აქვეყნებს სტატუსს - "გუნდი ნდიკას მოსანახულებლად საავადმყოფოში მივიდა. ევანი თავს უკეთ გრძნობს და კარგ ხასიათზეა. ის საავადმყოფოში დარჩება შემდგომი დაკვირვებისთვის, Forza Evan!"

თავად მატჩი, რომელიც ამ ინციდენტის გამო 73-ე წუთზე ჩაიშალა, იმავე წუთიდან უნდა განახლდეს, რასაც სერია A-ს ოფიციალური პირები ადასტურებენ.

სხვა სტატიები