Belive

ნასერ ალ-ხელაიფი: "ეს პსჟ-ს მიერ ჩატარებული იდეალური მატჩი იყო"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საშინაო კედლებში, უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრაში, მადრიდის "რეალის" დამარცხების (1:0) შემდეგ, "პარი სენ-ჟერმენის" პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ეს მისი გუნდის მიერ ჩატარებული ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა იყო.
"ძალიან, ძალიან კარგი მატჩი გვქონდა. ფეხბურთელებმა თავი ნამდვილ გუნდად გამოიჩინეს. ჩვენ ვაკონტროლებდით თამაშს პირველიდან ბოლო წუთამდე. ეს იყო იდეალური მატჩი, რომელიც "პსჟ-ს" ჩაუტარებია. ძალიან ვამაყობთ გუნდის თამაშით, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ნახევარია. მჯერა, რომ ფეხბურთელები და მწვრთნელი სიმშვიდეს შეინარჩუნებენ. მზად ვართ მეორე მატჩისთვის", - თქვა ყატარელმა ფუნქციონერმა.
შეხვედრის ერთადერთი გოლი 94-ე წუთზე კილიან მბაპემ, ნეიმარის პასის შემდეგ, ეფექტური გარღვევის შედეგად გაიტანა. გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 10 მარტს, მადრიდში, “სანტიაგო ბერნაბეუზე” გაიმართება და თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები