Belive

ნაპოლის უკანასკნელი ვარჯიში ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე ჩატარდა

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ მატჩში „ნაპოლი“ „ბრაგას“ „დიეგო არმანდო მარადონაზე“ სამშაბათს, 12 დეკებერს, თბილისის დროით 23:55 საათზე უმასპინძლებს. 1/8-ფინალში გასასვლელად და ჯგუფში მეორე ადგილის დასაკავებლად, ნეაპოლელებს „ბრაგასთან“ ფრეც ყოფნით.

ბრაგასთან“ მატჩამდე, ვარჯიშში ხვიჩა კვარაცხელიას მონაწილეობა არ მიუღია, ასევე საეჭვოა იენს კაიუსტეს და მარიო რუის თამაშიც. როგორც "ნაპოლის" ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება (https://sscnapoli.it/en/napoli-report-allenamento-10-dicembre/ ) კვარაცხელიას გრიპის მსგავსი სიმპტომები აწუხებს, მან გუნდთან ერთად არ ივარჯიშა და მხოლოდ დარბაზში, განმარტოებით დაიტვირთა. ჯერ დაზუსტებით არაა ცნობილი, შეუშლის ხელს თუ არა ჯანმრთელობის მდგომარეობა ქართველს, ბრაგასთან მატჩში სათამაშოდ.

სხვა სტატიები