Belive

ნაპოლის სპორტული დირექტორი: "კვარაცხელიას სანაცვლოდ 2 წლის წინ 30 მილიონს გვთხოვდნენ"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

იტალიური "ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯიუნტოლიმ Corriere dello Sport-თან ინტერვიუში საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის დეტალების შესახებ ისაუბრა. იტალიელმა საფეხბურთო მენეჯერმა გაიხსენა, რომ ნეაპოლურ გრანდს 2 წლის წინ 21 წლის ტალანტის დამატება 30 მილიონ ევროდ შეეძლო.

"პირველად რომ ვნახე ხვიჩას ვიდეო, მაშინ ცხრამეტი წლის უნდა ყოფილიყო, მაგრამ უკვე კარგად ახერხებდა შესანიშნავად თამაშს. გატუზო ჯერ კიდევ აქ იყო. მაშინ ერთად მოგვეწონა კვარაცხელია. მახსოვს, კალაძეს დავურეკე, რომ მასთან კონტაქტი დაგვემყარებინა და უფრო მეტის შესაძლებლობაც გვქონოდა.

მაშინ მან მოსკოვის "ლოკომოტივი" მოულოდნელად დატოვა, მაგრამ ყაზანის "რუბინში" ის უკეთესი გახდა. 

"რუბინმა" 30 მილიონი მოითხოვა და ჩვენ მოლაპარაკებები დავხურეთ, რადგან ოსიმენის ტრანსფერში თანხა უკვე გადახდილი იყო და პატარა ბიჭზე ამხელა ფსონს ვერ ჩამოვიდოდით. 

მიუხედავად ამისა, იგი ჩემს მეხსიერებაში დარჩა და თებერვალში, როცა იგი "დინამო ბათუმში" დაბრუნდა, მოლაპარაკებები განვაახლეთ, "იუვენტუსზე", "რომაზე" და "რეალ სოსიედადზე" სწრაფები აღმოვჩნდით და საბოლოოდ 10 მილიონის გადახდის შემდეგ მასთან კონტრაქტი გავაფორმეთ.

კვარაცხელიას ჩვენი სიის ფურცელი არასდროს დაუტოვებია და საბოლოოდ ის აქ აღმოჩნდა. ინსინიეს ხვიჩათი შეცვლა და ასეთი ფსონის დადება სარისკო გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ჩვენ საბოლოოდ გამარჯვებულები აღმოვჩნდით", - თქვა ჯიუნტოლიმ.

ხვიჩა კვარაცხელიამ 2022/23 წლების სეზონში "ნაპოლის" მაისურით 6 მატჩში 4 გოლის გატანა და 2 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

ქართველი ამომავალი ვარსკვლავის გუნდი შემდეგ შეხვედრას იტალიის სერია A-ში 10 აგვისტოს, “ლეჩეს” წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები