Belive

ნაპოლის ყოფილი მწვრთნელი: "კვარას გვარის თქმა რთულია, მაგრამ ის ღვთაებრივ ფეხბურთს თამაშობს"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

"ნაპოლის" ლეგენდარული ფორმაციის მთავარმა მწვრთნელმა, ოტავიო ბიანკიმ, ამ კლუბისა და საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

79 წლის სპეციალისტმა კომენტარი "რომასა" და "ნაპოლის" მოახლოებული მატჩის წინ გააკეთა, ვინაიდან იგი ორივე ამ გუნდის თავკაცი გახლდათ, განსაკუთრებულ წარმატებას კი დიეგო მარადონასთან და ნეაპოლური კლუბის ლეგენდარულ თაობასთან ერთად მიაღწია, როცა იტალიის სერია A და უეფას თასი მოიგო.

"ძნელი სათქმელია. ეს "ნაპოლი" არის საუკეთესო გუნდი იტალიაში, უბრალოდ ნახეთ მატჩები "აიაქსთან" და "ლივერპულთან".

გუნდი კარგად მუშაობს ყველა თვალსაზრისით: როგორც გუნდური, ისე ინდივიდუალური თამაში. გუნდს აქვს დიდი ენთუზიაზმი და მეჩვენება, რომ სუსტი წერტილები არ აქვს. გარდა ამისა, მე ვერ ვხედავ სევდიან მოთამაშეებს, თუნდაც სათადარიგოთა სკამზე, ვინც შემოდის მოედანზე თუნდაც 15 წუთის განმავლობაში, ყველაფერს აკეთებს. ხუთი ცვლილების ეპოქაში ეს ქმნის განსხვავებას.

რაც შეეხება რომას, მათ ჰყავთ მოურინიო, რომლის მსგავსი ქარიზმატული პერსონაჟით, გუნდში გარემო შეიცვალა და დამუხტულია. თუმცა, რაც შეეხება სანახაობას, ამ მხრივ გუნდებს შორის შედარება არ არის.

რაც შეეხება კვარაცხელიას, მისი დამატება ნაპოლისთვის" დიდი ინტუიციის გამოვლენაა. ამ ბიჭს, რომლის სახელის და გვარის გამოთქმაც ძალიან რთულია, ღვთაებრივი ფეხბურთის თამაში შეუძლია", - თქვა გამოცდილმა იტალიელმა სპეციალისტმა.

ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირის ჯამში “ნაპოლის” მაისურით 14 შეხვედრაში 7 გოლი აქვს გატანილი და 6 საგოლე პასი გაკეთებული. რაც შეეხება უშუალოდ სერია A-ს, აქ კვარას მონაგარი 5 გოლი და 3 საგოლე პასია. ასევე, კვარას 4 პენალტი აქვს მოპოვებული, (2-2 სერია A-სა და უეფას ჩემპიონთა ლიგაზე), ზოგიერთი პრესტიჟული სტატისტიკური კომპანია იტალიის ჩემპიონატში მოპოვებულ 2 თერთმეტმეტრიანს მისი საგოლე პასების სტატისტიკაში ითვალისწინებს.

სხვა სტატიები