Belive

ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა კვარაცხელია და სალაჰი შეადარა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ხვალ "ნაპოლის" "ლივერპულის" წინააღმდეგ, საკმაოდ მნიშვნელოვანი დაპირისპირება ელის. ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გასამართ შეხვედრაში, ნეაპოლელები და მიერსისაიდელები გაარკვევენ თუ, ვინ გავა A ჯგუფში პირველ ადგილზე. ამჟამად "ნაპოლი" 15 ქულით ლიდერია და "ლივერპულს" სამი ქულით უსწრებს. იმ შემთხვევაში თუ, იურგენ კლოპის გუნდი სპალეტის გაწვრთნილ ბიჭებს 4-ბურთიანი სხვაობით დაამარცხებს, სწორედ ინგლისელები გადაინაცვლებენ პირველ ადგილზე და 1/8 ფინალში შედარებით სუსტი მეტოქე შეხვდებათ.

ამ დაძაბული მატჩის წინ, ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა ხვიჩა კვარაცხელია არც მეტი, არც ნაკლები მოჰამედ სალაჰს შეადარა.

„ამ ორ ფეხბურთელს სხვადასხვა გზებით შეუძლიათ გუნდისთვის წარმატების მოტანა. მათ ნებისმიერი პასით შეუძლიათ მომენტის გამწვავება და გუნდისთვის გოლის გატანის შესაძლებლობის მიცემა. მაშინაც კი, როცა ისინი საათში 2000 კილომეტრი სიჩქარით გარბიან, ბურთის კონტორლთან ერთად, მეტოქის მოტყუებაც შეუძლიათ. ორივე ძალიან დარწმუნებულია საკუთარ პოტენციალში. ისინი ნებისმიერ დროს მზად არიან სხვის დასახმარებლად." - განაცხადა ლუჩიანო სპალეტიმ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.

სხვა სტატიები