Belive

ნაპოლის გულშემატკივრების გამოხმაურება ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის შესახებ

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
“ნაპოლის” ოფიციალურმა გვერდმა სოციალურ ქსელში საქართველოს ნაკრების შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. 21 წლის ქართველმა ახალ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო მისი ტრანსფერი “ნაპოლის” 10 მილიონი ევრო დაუჯდა. “კეთილი იყოს შენი მობრძანება, ხვიჩა”, – წერს ნეაპოლიტანური კლუბის ოფიციალური გვერდი. სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გთავაზობთ ნეაპოლური კლუბის გულშემატკივრების გამოხმაურებებს ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე.
"კეთილი იყოს შენი მობრძანება ლეგენდარულ კლუბში. დიდი იმედი გვაქვს, რომ შენ ჩვენი კლუბის ისტორიაში ჩაეწერები, როგორც ძალიან მაგარი ფეხბურთელი და ჩვენი კლუბის წარმატების ერთ-ერთი მთავარი მოქმედი ფიგურა". "თავიდან ლავეცის იმედი გვქონდა და ვერ გაამართლა, შემდეგ კავანი თამაშობდა და გვახარებდა, შემდეგ იყო იგუაინი, რომელიც მოხუცი მოვიდა და თავისი თავის მაქსიმუმი ვერ გვანახა. იგუაინის შემდეგ მერტენსი, რომელიც სულ ამბობდა რომ კლუბში ბოლომდე არ იხარჯებოდა. ახლა შენი დროა ხვიჩა, შენგან ველოდებით საოცარ თამაშს, რადგან შენ ეს შეგიძლია".  "უკვე წარმომიდგენია რა მდგომარეობაში ჩავარდება "ნაპოლის" გიჟი ქომაგი მამაჩემი, როდესაც ეს ბიჭი ბურთს მიიღებს". "ნეაპოლო მოემზადე, რადგან შენთან მოვიდა ვარსკვლავთბიჭუნა". "წარმოდგენა არ მინდა რა მოხდება კვარაცხელიას სადებიუტო გოლის დროს სტადიონზე, ალბათ დიქტორს გაუჭირდება მისი გვარის სწორად გამოთქმა, ასევე რთული იქნება მისი სახელის სწორად წარმოთქმა ჩვენთვისაც (გულშემატკივრებისთვის)". "ეს ძალიან კარგი და შესანიშნავი ბიჭი, მაგარი კადრია ჩვენი კლუბისთვის" "ალბათ ქართველები დაბომბავენ ჩვენს სოციალურ ქსელებს, ისინი ძალიან აქტიურები არიან და უყვართ თავისი სპორტსმენები".  "კეთილი იყოს ჩვენს გუნდში შენი მობრძანება, მესი". "რაიმე მეტსახელი შევარქვათ თორემ მისი გვარის წარმოთქმა ნამეტანი რთულია".  "კვარას შეუძლია, რომ ჩვენი კლუბის ისტორიაში ლორენცო ინსინიეს აჯობოს". 
რუსეთის ჩემპიონატიდან სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ხვიჩამ საქართველოს მოქმედი ჩემპიონის მაისური მოირგო და აჭარულ კლუბს ეროვნული ლიგის 11 შეხვედრაში დაეხმარა, სადაც 8 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.

სხვა სტატიები