Belive

ნაპოლის ფანები ფეხბურთელებს: ,,თქვენთან ვართ, მაგრამ ფეხბურთი უნდა ითამაშოთ''

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის'' მეკარეს, ალექს მერეტსა და შემტევს, იესპერ ლინდსტრომს, სავარჯიშო ბაზასთან გუნდის თამაშით უკმაყოფილო გულშემატკივრები დახვდნენ და ფეხბურთელებს მიმართეს:

,,ყოველთვის მხარს დაგიჭერთ, ხვალ სასუოლოში ვიქნებით. სადაც არ უნდა წახვიდეთ, ყველგან გამოგყვებით და გიქომაგებთ, მაგრამ ფეხბურთი უნდა ითამაშოთ!

არ არის სამართლიანი, რომ ჩემპიონი გუნდი ასეთ ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს. მხოლოდ ამას გთხოვთ და ეს სხვა ფეხბურთელებსაც გადაეცით, რომ ბაზიდან გამოსვლისას უნდა გაჩერდეთ!

თუ კლუბთან გაქვთ პრობლემა, ეს ნიშნავს, რომ საქმე ერთმანეთში უნდა მოაგვაროთ და არა გულშემატკივრებთან... ალექს, (მერეტს მიმართავს), ეს სწორი არ არის...

ჩვენ სიკვდილამდე გიგულშემატკივრებთ!'' - უთხრა ერთ-ერთმა ფანმა ნაპოლის ფეხბურთელს.

სერია A-ს 25 ტურის შემდეგ, ,,ნაპოლის'' 37 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-9 პოზიციაზეა. ,,პარტენოპეი'' ჩემპიონთა ლიგის ზონას 11 ქულით ჩამორჩება.

ხვალ, სერია A-ს 26-ე ტურში, კალცონას გუნდი ,,სასუოლოს'' ესტუმრება. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები