Belive

ნაპოლიმ 2023/24 წლების სეზონის სათამაშო ფორმა წარადგინა

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

10 ივლისს, იტალიის აწ უკვე მოქმედმა და სამგზის ჩემპიონმა, "ნაპოლიმ" 2023/24 წლების სეზონისთვის ახალი სათამაშო ფორმა წარადგინა.

საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა ახალი სათამაშო ფორმის პრეზენტაცია YouTube-ის პირდაპირ ეთერში გადასცა. პრეზენტაციას კლუბის პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისიც დაესწრო და ახალი ფორმები თავად წარადგინა.

კამპანიელთა ახალი სათამაშო მაისური საშინაო მატჩების დროს ტრადიციული ლურჯი ფერის იქნება, რომელსაც თეთრი ფერის შორტები დაამშვენებს. ტრადიციულად, იტალიის სერია A-ს მოქმედი ჩემპიონები ახალ სეზონში ქვეყნის დროშის ფერებით გამშვენებული სამკერდე ნიშნების მქონე მაისურებით თამაშობენ, გამონაკლისი არც "ნაპოლი" იქნება. რაც შეეხება სტუმრად ჩასატარებელ მატჩებში გუნდის მაისურს, ის თეთრი ფერის იქნება და შავი ზოლები გააფორმებს. დიზაინის ავტორი კვლავაც EA7 გახლავთ.

ამავე დროს, კლუბს ახალი გენერალური სპონსორიც ეყოლება, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი საკრუიზო კომპანია MSC გახლავთ.

სეზონის პირველი მატჩი “ნაპოლის” კიდევ ერთი ქართველის, გიორგი კვერნაძის გუნდთან, სერია B-დან დაწინაურებულ “ფროზინონესთან” სტუმრად, 19 აგვისტოს ელოდება. მატჩი თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები