Belive

ნაპოლი ვიქტორ ოსიმენისთვის ახალ კონტრაქტს ამზადებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია ა-ს ლიდერი "ნაპოლი" მზად არის მის ნიგერიელ თავდამსხმელს ვიქტორ ოსიმენს კონტრაქტი გაუხანგრძლივოს.

იანვრის სატრანსფერო ფანჯრის წინ, რამდენიმე კლუბს მისი შეძენა სურს. 23 წლის ფეხბურთელი "ლივერპულს", "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ნიუკასლს" დაუკავშირეს. მათ გარდა, გერმანული გრანდი "ბაიერნიც" იჩენს ინტერესს, თუმცა, ნეაპოლელები ვიქტორის გაშვებას არ აპირებენ.

იტალიურმა კლუბმა, ოსიმენის სანაცვლოდ, "ნიუკასლს" €100 მილიონზე უთხრა უარი და ამ ყველაფრის ფონზე, აურელიო დე ლაურენტისი მუშაობს, რომ ნიგერიელს ახალი კონტრაქტი გაუფორმონ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავდამსხმელი გუნდში კიდევ სამი წელი დარჩება.

თავად ფეხბურთელის განცხადებით მივხვდებით, რომ მას კლუბის დატოვება არ სურს:

"ჩემთვის რთული იქნება "ნაპოლიზე" კარგი გუნდის პოვნა. ის ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ტოპ კლუბია. ამ ეტაპზე ამ გუნდთან ერთად მოგებებზე ვარ კონცენტრირებული. ვნახოთ მომავალში რა მოხდება."

ტრავმის გამო რამდენიმე მატჩის გამოტოვების მიუხედავად, ოსიმენი ამ სეზონში ფანტასტიური იყო. ოსიმენს ამ სეზონში, ყველა ტურნირზე, 14 მატჩში 10 გოლი და 3 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული.

სხვა სტატიები