Belive

ნაპოლი სუპერთასზე არ ითამაშებს?!

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სუპერთასი, რომელში მონაწილეობასაც 4 კლუბი მიიღებს ("ინტერი", "ფიორენტინა", "ლაციო" და "ნაპოლი"), შესაძლოა ნეაპოლელების გარეშე ჩატარდეს.

მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ იტალიის სუპერთასი საუდის არაბეთში ჩატარდებოდა, პარტენოპეის პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ ამ ყველაფრის მხარდამჭერი ნამდვილად არ არის.

პირველად ამის შესახებ ოქტომბერში ისაუბრა, თუმცა ახლა უკვე, როდესაც გაირკვა ტურნირის ჩატარების თარიღი (18-22 იანვარი), ლაურენტისი კიდევ ერთხელ ცდილობს არსებული მოცემულობის გაპროტესტებას.

ზემოთხსენებულის მიზეზად აურელიო დე ლაურენტისი საუდის არაბეთში სავარჯიშო მოედნების ვითარებას ასახელებს.

"თუ სავარჯიშო მოედნები არ იქნება წესრიგში და სტანდარტების შესაბამისი, ჩემს გუნდს იქ სათამაშოდ არ გავუშვებ" - აურელიო დე ლაურენტისი

იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნეაპოლელთა წარმომადგენლები მომდევნო დღეების განმავლობაში რიადში ჩაფრინდებიან, რათა შეამოწმონ ის მდგომარეობა, რაზეც კლუბის პრეზიდენტი აპელირებს.

სხვა სტატიები