Belive

"ნაპოლი სწორედ ისეთ ფეხბურთს თამაშობს, რომლითაც ჩვენ ევროპის ჩემპიონატი მოვიგეთ" - რობერტო მანჩინი

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ნაპოლისთვის" მიმდინარე სეზონი საკმაოდ კარგად მიდის. გარდა იმისა, რომ სამხრეთელები სერია ა-ში პირველ ადგილზე იმყოფებიან, მათ შეძლეს და ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გააღწიეს.

მათ წარმატებულ სეონს გამოეხმაურა იტალიის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი:

"ნაპოლი" სწორედ ისეთ ფეხბურთს თამაშობს, რომლითაც ჩვენ ევროპის ჩემპიონატი მოვიგეთ. უკეთესი იქნებოდა გუნდში უფრო მეტი იტალიელი რომ იყოს." - ამბობს რობერტო მანჩინი.

ამჟამად საფეხბურთო სამყაროში სანაკრებო პაუზის დრო დადგა. შესაბამისად, "ნაპოლის" თამაშებმაც რამდენიმე დღით გადაიწია. მომავალ შეხვედრას სპალეტის გუნდი 2 აპრილს "მილანის" წინააღმდეგ გამართავს. შეგახსენებთ, რომ ეს გუნდები ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგაზეც შეხვედბიან. პირველი მატჩი მათ შორის 12 აპრილს არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები