Belive

"ნაპოლი სერია ა-ში ყველაზე ძლიერი გუნდია" - მასიმილიანო ალეგრი

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ნაპოლისთან" 5:1 მარცხის შემდეგ, მასიმიალიანო ალეგრიმ პირველი კომენტარი გააკეთა და ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ლუჩიანო სპალეტის "ნაპოლი" სერია ა-ში ყველაზე ძლიერი გუნდია.

"როცა ასეთი ანგარიშით მარცხდები თავი არ უნდა გაიმართლო. მესამე გოლის შემდეგ გუნდი მოიშალა. არავის მოუნდება, რომ "ნაპოლის" ცხრილში 10 ქულით ჩამორჩებოდეს, მაგრამ მათ 47 ქულა აქვთ და ამას იმსახურებენ. ამ მომენტში ისინი ყველა დანარჩენზე ძლიერები არიან. არ ვიცი 2 თვეში მოვლენები როგორ განვითარდება." - განაცხადა "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა.

ტურინელები ცხრილში მესამე ადგილს იკავებენ და პირველადგილოსან "ნაპოლის" 10 ქულით ჩამორჩებიან. "ბებერი ქალბატონის" მომავალი მოწინააღმდეგე "მოცა" იქნება. აღნიშნული დაპირისპირება 19 იანვარს, 23:55 საათზე არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები