Belive

ნაპოლი - კრემონეზე ქართველების გარეშე ჩატარდება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის თასის მერვედფინალური ეტაპის შეხვედრაში ერთმანეთს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების - ხვიჩა კვარაცხელიას და ლუკა ლოჩოშვილის გუნდები, "ნაპოლი" და "კრემონეზე" დაუპირისპირდებიან.

აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას არცერთი ქართველი ფეხბურთელი არ მიიღებს. გუნდების ოფიციალურმა გვერდებმა სამატჩო განაცხადი უკვე გამოაქვეყნეს, თუმცა კვარა და ლოჩო იქ არ იმყოფებიან. ამის მიზეზი მეტწილად დატვირთული კალენდარი და მწვრთნელების გადაწყვეტილებაა, რომ ფეხბურთელები დაასვენონ. კვარაცხელიას შემთხვევაში, როგორც ირკვევა, მას ჯანმრთელობის პრობლემები, კერძოდ კი ვირუსი აქვს და განაცხადში სწორედ ამის გამო ვერ მოხვდა.

"ნაპოლისა" და "კრემონეზეს" მატჩი 18 იანვარს გაიმართება და თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები