Belive

ნანტთან მატჩისას მარკინიოსისა და დი მარიას სახლები გაქურდეს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის ჩემპიონატის 29-ე ტურში "პსჟ" შინ "ნანტთან" 1:2 დამარცხდა. ფრანგული მედიის ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული მატჩის დროს პარიზელთა ორი ფეხბურთელის - დი მარიასა და მარკინიოსის სახლები გაქურდეს. შეხვედრის დაწყებიდან 1 საათის შემდეგ, "პსჟ"-ს სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ სატელეფონო ზარი მიიღო. მისთვის ცნობილი გახდა, რომ ანხელის სახლში, რომელშიც ცოლი და მცირეწლოვანი ბავშვები იყვნენ, ყაჩაღობა მოხდა. ლეონარდოს მითითებით, მაურისიო პოჩეტინომ დი მარია 62-ე წუთზე შეცვალა, ფეხბურთელმა კი მოედანი ატირებულმა დატოვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ანალოგიური შემთხვევა მოხდა პარიზელთა კაპიტნის, მარკინიოსის სახლშიც. ადგილობრივი მედია წერს, რომ დამნაშავეები დიდი აგრესიულობით გამოირჩეოდნენ. ფეხბურთელების ოჯახების წევრების ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია უცნობია. აქვე გეტყვით, რომ ანხელი ადრე მანჩესტერშიც, "იუნაიტედში" თამაშის დროსაც გაქურდეს.

იხილეთ ვიდეო: 

სხვა სტატიები