Belive

ნანტის მწვრთნელი: ,,თუ მესი წავა, გამიხარდება, ჩვენ მას არ ვიმსახურებთ''

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნანტის'' მთავარი მწვრთნელი, ანტუან კომბუარე ,,პარი სენ ჟერმენის'' გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, მესი საუდის არაბეთში გამგზავრების გამო, ორკვირიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა:

,,არ მაინტერესებს, რა ხდება მოედანზე, პრობლემები თავად ,,პსჟ-შია''. ამ ფეხბურთელით აღფრთოვანებული ვარ. მესიმ რაც არ უნდა გააკეთოს, ვერ შეეხები. ახლა ამ ბიჭს თავს ვესხმით... სირცხვილია! თუ წავა, ძალიან გამიხარდება, ჩვენ მას არ ვიმსახურებთ.

მესი რომ ჩემი გუნდის ფეხბურთელი იყოს, ვეტყოდი: ,,წინ იყავი, არსად გაიქცე, დაცვაზე არ იფიქრო. მაგრამ, როცა ბურთს მიიღებ, მინდა, რომ მთელი შენი დიდებულება ვნახო. ითამაშო, გაერთო, იბრწყინო.'' თუმცა, ეს მხოლოდ ჩემი, როგორც ფეხბურთის გულშემატკივრის აზრია,'' - განაცხადა კომბუარემ.

ლეო არაბეთში გუნდის მთავარი მწვრთნელის, კრისტოფ გალტიესა და დირექტორის, ლუიშ კამპუშის ნებართვის გარეშე გაემგზავრა.

არგენტინელმა დღეს განცხადება გაავრცელა და თანაგუნდელებს ბოდიში მოუხადა. მისი თქმით, საუდის არაბეთში ვიზიტის გაუქმება არ შეეძლო.

მიმდინარე სეზონში მესის ანგარიშზე ,,პარი სენ ჟერმენის” მაისურით ჩატარებულ 37 შეხვედრაში 20 გოლი და 19 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები