ნანიმ საფეხბურთო კარიერა განაახლა - პორტუგალიელი აქტობეს შეუერთდა
39 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელი ნანი ყაზახურ აქტობეში გადავიდა. ვეტერანმა შემტევმა კარიერა გასულ წელს დაასრულა, მაგრამ პროფესიონალურ ფეხბურთში დაბრუნდა და აქტობეში იასპარეზებს. მისი კონტრაქტი ფეხბურთელობის გარდა, ყაზახეთში ფეხბურთის ზრდასა და გლობალურ პოპულარიზაციაში წვლილის შეტანას გულისხმობს.
მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:
ძალიან მიხარია, რომ აქტობეს შევუერთდი და მოუთმენლად ველი კლუბისა და ყაზახეთის ფეხბურთის განვითარებაში წვლილის შეტანას. მადლობას ვუხდი კლუბის მფლობელს, ბატონ ნურლან არტიკბაევს, თავმჯდომარეს, ბატონ არმან ოსპანოვს და გუბერნატორს, ბატონ აშხატ შახაროვს სტუმართმოყვარეობისა და მხარდაჭერისთვის.
ძალიან მოხიბლული ვარ კლუბის მომავლის ხედვით და ბევრს ვიმუშავებ, რათა ახალ სიმაღლეებზე ავიყვანოთ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ! - ნანი
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი ფეხბურთელისთვის აქტობე კარიერაში მე-12 გუნდია. ნანი თავდაპირველად პორტუგალიურ რეალ ფარმაკაოში ასპარეზობდა, შემდეგ იყო სპორტინგი, მანჩესტერ იუნაიტედი, ფენერბაჰჩე, ვალენსია, ლაციო, ორლანდო, ვენეცია, მელბურნ ვიქტორი, ადანა დემირსპორი და ესტრელა ამადორა.
I’m very happy to have joined FC Aktobe and I am looking forward to contributing to the development of the club and football in Kazakhstan. I would like to thank the owner of the club Mr. Nurlan Artykbaev, chairman Mr. Arman Ospanov and Governor Mr. Askhat Shakharov for their… pic.twitter.com/MNfZi31wKU
— Nani (@luisnani) January 25, 2026