ნაკრებიდან პირდაპირ იტალიაში - ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლში ჩაფრინდა
ცნობილი იტალიური გამოცემებისა და Live.ge-ს წყაროს დაყრდნობით, ხვიჩა კვარაცხელიამ სანაკრებო შეკრება დატოვა და ნეაპოლში გაემგზავრა. სოციალურ ქსელ "Twitter"-ში, 30 მარტს, მთელი დღის განმავლობაში აქტიურად დაიწყო საუბარი, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი "ნაპოლიში" ძალიან მალე შედგება. იტალიური გამოცემები დღეს, დღის განმავლობაში ძალიან აქტიურად წერენ, რომ ხვიჩა კვარაცხელიასა და ნეაპოლურ კლუბს შორის კონტრაქტის პირობები თითქის შეთანხმებულია და ტრანსფერისთვის მხოლოდ იურიდიული დეტალებია შესათანხმებელი. შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ "რუბინი" დატოვა და სეზონის ბოლომდე ბათუმის "დინამოში" ითამაშებს.
#Napoli - #Kvaratskhelia 🔥 ⏳ @Glongari — Napoli Report (@Napoli_Report) March 30, 2022
Some clips of 21-year-old Georgian winger Khvicha Kvaratskhelia, who has reportedly been ‘blocked’ by Napoli. (📹 @KvaraSZN) pic.twitter.com/qxDHnvEqdv — SSC Nap⚽️li News (@SSCNapoliNews_) March 30, 2022