ნაგელსმანი: 'ვირცის ბრალი არაა, რომ ლივერპულში მის გადაცემებს ვერ იყენებენ'
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა, ფლორიან ვირცი დაიცვა და განაცხადა, რომ 22 წლის ნახევარმცველის ლივერპულში სუსტი სტარტი, უბრალოდ პრემიერ ლიგასთან ადაპტაციის ნაწილია.
ლივერპულმა ივნისში მაშინდელი სატრანსფერო რეკორდი მოხსნა და გერმანელი ფეხბურთელი ბუნდესლიგიდან 140 მილიონ დოლარად იყიდა, ამას 16 მილიონ ფუნტამდე პოტენციური ბონუსებიც ემატება. ვირცს პრემიერ ლიგის შვიდ მატჩში, საგოლე მოქმედება ჯერ არ აქვს.
მიუხედავად იმისა, რომ მას არც გოლი გაუტანია და არც საგოლე გადაცემა გაუკეთებია, ის მაინც არის ფეხბურთელი, რომელიც პრემიერ ლიგაში ყველაზე მეტ შანსს ქმნის.
ვირცის ბრალი არ არის, თუ მისი თანაგუნდელები მომენტების გამოყენებას ვერ ახერხებენ - სტატისტიკა ვირცის თამაშის საზომი არაა.
ყოველთვის იმას ვხედავდი, რომ ფლორიანი თავისუფლად თამაშობდა და ახლა მას ამ გზაზე დაბრუნება მოუწევს. მას ბევრი სირთულეე შეხვედრია და ყველაფერს გაუმკლავდა, ახლაც ასე იქნება. - განაცხადა იულიან ნაგელსმანმა
ვირცი ლევერკუზენს 2020 წელს, კიოლნიდან შეუერთდა და სწრაფად დაიმკვიდრა თავი, როგორც ბუნდესლიგის ერთ-ერთმა ყველაზე კაშკაშა ტალანტმა, ლევერკუზენის მაისურით 197 მატჩში 57 გოლი გაიტანა და 65 საგოლე გადაცემა შეასრულა - ამის შემდეგ წიყვანა ლივერპულმა.