Belive

Mundo Deportivo: კვარაცხელია - ბარსელონას მეტოქე და გუნდში გადასვლის ერთ-ერთი კანდიდატი

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანურმა გამოცემამ, Mundo Deportivo-მ, ,,ნაპოლისა'' და ,,ბარსელონას'' დაპირისპირების წინ, ხვიჩა კვარაცხელიას სტატია მიუძღვნა:

ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლური გუნდის მთავარ საფრთხედ რჩება. ქართველმა გარემარბმა, რომელიც ბარსელონაში შეტევის გასაძლიერებლად ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ფეხბურთელია, ჯგუფურ ეტაპზე დრიბლინგების რაოდენობით პირველი ადგილი დაიკავა და მბაპესა და ლეაუს აჯობა.

კვარაცხელიას პოტენციალი არა მხოლოდ დრიბლინგით, არამედ ბომბარდირობითა და საგოლე გადაცემების რაოდენობითაც ვლინდება. ქართველი ფეხბურთელი 6 გოლით, მატეო პოლიტანოსთან ერთად, გუნდის ბომბარდირებს შორის მეორე ადგილს იკავებს და მხოლოდ ვიქტორ ოსიმენს ჩამორჩება. ის ასევე მეორეა ასისტებშიც (3 პასი) და მხოლოდ დი ლორენცო უსწრებს.

კვარაცხელია ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც ბარსელონას ხელმძღვანელობა მარცხენა ფლანგის გასაძლიერებლად განიხილავს. მიუხედავად იმისა, რომ მას რეალში თამაშის სურვილი არასდროს დაუმალავს, მადრიდულ გუნდში მბაპეს შესაძლო ტრანსფერი და იქ ვინისიუსის ყოფნა, კვარასთვის რეალის მაისურის ტარების ყველა შანსს დაბლოკავს. ამიტომ, ოთხშაბათის მატჩი არა მხოლოდ იმის შესაძლებლობა იქნება, რომ მისი გუნდი შემდეგ ეტაპზე გავიდეს, არამედ ერთგვარი გამოცდაც, რათა ბარსელონამ შეაფასოს, ღირს თუ არა კვარას ყიდვა მომავალ ზაფხულს.'' - წერს Mundo Deportivo

ესპანური მედიის ცნობით, ,,ბარსელონა'' ზაფხულში შემტევი ხაზის გაძლიერებას გეგმავს და რამდენიმე ფეხბურთელს, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიასაც აკვირდება.

მიმდინარე სეზონში კვარას ანგარიშზე ,,ნაპოლის'' მაისურით ჩატარებულ 31 შეხვედრაში 6 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები