Belive

Mundo Deportivo: "ბარსელონამ კვარაცხელია-ოსიმენის შესაჩერებლად რაიმე უნდა მოიფიქროს..."

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ყველაზე პრესტიჟული ტურნირის წილისყრა უკვე გაიმართა და უეფას ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წლების სეზონში, მერვედფინალური ეტაპის წყვილები ცნობილია. ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" მეტოქე "ბარსელონა" იქნება.

ცნობილი ესპანური გამოცემა "Mundo Deportivo" პირველი კატალონიური სპორტული გაზეთია, რომელიც, ჩემპიონთა ლიგის წილისყრაზე პირველ კომენტარს აკეთებს. ესპანური გამოცემა "ნაპოლის" ძალიან რთულ მოწინააღმდეგედ თვლის და წერენ, რომ ამ მატჩებში მათ ყველაფერთან ერთად იღბალი დასჭირდებათ.

"ნაპოლი, რომელიც ჯგუფში მადრიდის "რეალის" შემდეგ 11 ქულით მეორე ადგილზე გავიდა, იყო ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მეტოქე, რომელზე ფიქრიც "ბარსას" შეეძლო.

მათი ვარსკვლავები ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია, მუდმივ საფრთხეს წარმოადგენენ და ახლა უკვე "ბარსელონას" დაცვასაც გამოცდიან.

მართალია, რომ წლევანდელი მონაწილეობა სერია A-ში არ არის ისეთი პოზიტიური, როგორც შარშან. ნეაპოლელები მეხუთე ადგილზე იმყოფებიან, მაგრამ ჩემპიონობისთვის ბრძოლა უკვე თითქმის შეუძლებელია.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კვარაცხელიასა და ოსიმენის დუეტი დღევანდელ ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე რთულად შესაჩერებელია და თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ "ბარსელონა" თითქმის ყველა მატჩში არაერთ გოლს უშვებს, მათ ქართულ-ნიგერიული დუეტის შეჩერება ძალიან გაუჭირდებათ და ამისათვის ხავიმ რაიმე უნდა მოიფიქროს..." - Mundo Deportivo

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფების პირველი შეხვედრები 13-14 და 20-21 თებერვალს გაიმართება, განმეორებითი მატჩები კი 5-6 და 12-13 მარტს შედგება.

სხვა სტატიები