Belive

მუნდიალზე მოთამაშე ფეხბურთელი მატჩების გარიგების ბრალდებით გამოძიების ქვეშაა

15 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

კოტ-დ’ივუარელი ფეხბურთელი ელი ვაჰი, რომელიც ფრანგულ ნიცაში თამაშობს, მატჩების გარიგების ბრალდებით გამოძიების ქვეშაა. 23 წლის ფორვარდი ამჟამად მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობს, მაგრამ საქმე ეხება ცოტა ხნით ადრე მომხდარ ამბავს, კონკრეტულად საფრანგეთის ლიგა 1-ში მეცის წინააღმდეგ გამართულ დაპირისპირებას, რომელიც 17 მაისს შედგა.

The Athletic-ის ცნობით ფეხბურთელი საფრანგეთში გამოძიების საგანია, რადგან არსებობს ეჭვი, რომ მან მეცის წინააღმდეგ ყვითელი ბარათი 35-ე წუთზე განზრახ მიიღო. ამ ეტაპზე, ელი ვაჰისთვის ბრალი არ წაუყენებიათ და გამოძიება კვლავ გრძელდება.

ასევე წყაროში ნათქვამია, რომ 29 მაისს, მას შემდეგ როდესაც ვაჰიმ სენტ-ეტიენთან დუბლი შეასრულა, პოლიციამ ის დააკავა და დაკითხა, შემდეგ კი გაათავისუფლეს.

ამ ყველაფრის მიუხედავად, კოტ-დ’ივუარელი ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატზე თავის ეროვნულ ნაკრებს შეუერთდა და პირველ მატჩში ეკვადორის წინააღმდეგ ითამაშა.

შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ 23 წლის ფეხბურთელი, რომელიც საფრანგეთის ლიგა 1-ში თამაშობს, 29 მაისს დააკავეს მარსელის პროკურატურის მიერ ორგანიზებული თაღლითობის, ორგანიზებული სპორტული კორუფციის, დანაშაულისგან მიღებული შემოსავლების მართვისა და ფულის გათეთრების ბრალდებების საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში.

ის გაათავისუფლეს პოლიციის მიერ დაკითხვის შემდეგ. გამოძიება კვლავ გრძელდება. - The Athletic-ის განცხადება