მუნდიალის მონაწილე 42 ნაკრები ვიცით - გასათამაშებელი მხოლოდ 6 ადგილია
სანაკრებო ფეხბურთისთვის, 2025 წელი დასრულებულია. ნოემბრის მატჩების შემდეგ ცნობილია ის 42 ეროვნული ნაკრები, ვინც მუნდიალის საგზური გაინაღდა.
მსოფლიო ჩემპიონატი 2026 წელს ჩრდილოეთ ამერიკის სამ ქვეყანაში – აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში ჩატარდება. ტურნირი 11 ივნისს დაიწყება და 19 ივლისს დასრულდება. ისტორიაში პირველად, ტურნირში მონაწილეობას 48 ნაკრები მიიღებს (მხოლოდ 6 ადგილი დარჩა გასათამაშებელი).
მსოფლიო ჩემპიონატის 42 მონაწილე:
მასპინძელი ქვეყნები: აშშ, მექსიკა, კანადა (3)
აზიის საფეხბურთო კონფედერაცია (AFC) – იაპონია, იორდანია (დებიუტანტი), კატარი, საუდის არაბეთი, სამხრეთ კორეა, უზბეკეთი (დებიუტანტი), ავსტრალია, ირანი (8)
აფრიკის საფეხბურთო კონფედერაცია (CAF) - ალჟირი, კაბო ვერდე (დებიუტანტი), ეგვიპტე, განა, კოდ დ’ივუარი, მაროკო, სენეგალი, სამხრეთ აფრიკა, ტუნისი (9)
სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო კონფედერაცია (CONMEBOL) - არგენტინა, ბრაზილია, კოლუმბია, ეკვადორი, პარაგვაი, ურუგვაი (6)
ჩრდილოეთ ამერიკის საფეხბურთო კონფედერაცია (CONCACAF) - პანამა, კურასაო (დებიუტანტი), ჰაიტი (3)
ოკეანეთი (OFC) – ახალი ზელანდია (1)
ევროპა (UEFA) - ინგლისი, საფრანგეთი, ხორვატია, პორტუგალია, ნორვეგია, ნიდერლანდები, გერმანია, შვეიცარია, შოტლანდია, ესპანეთი, ავსტრია, ბელგია (12)
ევროპის ზონიდან მუნდიალის კიდევ 4 მონაწილე უნდა გაირკვეს. აღნიშნული ადგილებისთვის 16 გუნდი იბრძოლებს – 12 შესარჩევ ჯგუფში (მუნდიალის საკვალიფიკაციოზე) მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო მათ ერთა ლიგაზე საუკეთესო შედეგის მქონე 4 ნაკრები დაემატება.
ევროპის ზონის პლეი-ოფის მონაწილეები:
ჩეხეთი, ალბანეთი, უელსი, იტალია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, პოლონეთი, ირლანდია, თურქეთი, უკრაინა, დანია, კოსოვო, სლოვაკეთი, შვედეთი, რუმინეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ჩრდილოეთ ირლანდია.
4 კალათში განაწილებული ნაკრებები, წილისყრის მიხედვით, დაწყვილდებიან და 4 ხაზი გაკეთდება, საიდანაც 4 გამარჯვებული გუნდი მუნდიალზე გავა.
I კალათა: იტალია, დანია, თურქეთი, უკრაინა.
II კალათა: პოლონეთი, უელსი, ჩეხეთი, სლოვაკეთი
III კალათა: ირლანდია, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კოსოვო
IV კალათა: რუმინეთი, შვედეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ჩრდილოეთ ირლანდია
2 საგზური კონფედერაციათა შორის პლეი-ოფში გათამაშდება, რომლის მონაწილეებიც არიან: ერაყი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, იამაიკა, სურინამი, ბოლივია, ახალი კალედონია.
პლეი-ოფების წილისყრა 20 ნოემბერსაა ჩანიშნული, ხოლო მატჩები 2026 წლის მარტში ჩატარდება.