Belive

მუნდიალი 2022 | ვან დაიკი: "ფინალს არ ვუყურებ, არ მაინტერესებს ვინ მოიგებს მსოფლიოს ჩემპიონატს!"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მეოთხედფინალური ეტაპიდან დრამატული თამაშის შედეგად გამოვარდნის შემდეგ, ნიდერლანდების ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ვირჯილ ვან დაიკმა კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ეს ტურნირი აღარ აინტერესებს.

"არ მაინტერესებს ვინ მოიგებს მსოფლიო ჩემპიონატს, ამ ტურნირს აღარ ვუყურებ, მათ შორის არც ფინალს", - თქვა "ლივერპულის" ცენტრალურმა მცველმა.

ნიდერლანდების ნაკრების დამმარცხებელი არგენტინის ნაკრები გამოსვლას ნახევარფინალში გააგრძელებს სადაც ვიცე-ჩემპიონ ხორვატიას დაუპირისპირდება. 

აღნიშნული მატჩი კატარის ქალაქ ლუსაილში, ლუსაილის სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები