Belive

მუნდიალი 2022 | სტერლინგი ინგლისის ნაკრებს დაუბრუნდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის ნაკრებისა და ლონდონის "ჩელსის" თავდამსხმელი რაჰიმ სტერლინგი კატარში დაბრუნდა და მის გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა.

"მან ბევრი ვარჯიში გამოტოვა და ორი გრძელი ფრენა ჰქონდა. ეს მომზადებისთვის კარგი არ არის." - განაცხადა გარეთ საუთგეითმა.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ის ვარჯიშებს დაუბრინდა. რაჰიმი გუნდთან ერთადაა და საფრანგეთის მატჩისთვის ემზადება.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის ფეხბურთელმა “სამი ლომის” შეკრება მუნდიალის ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ დატოვა. თავდაპირველად, ამის მიზეზად, ოჯახური მიზეზები დასახელდა, მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, თუ კონკრეტულად რის გამო მოუწია ინგლისელ ფეხბურთელს მსოფლიოს ჩემპიონატის დატოვება. როგორც გაირკვა, სტერლინგმა კატარი მისი სახლის გაძარცხის გამო დატოვა. სწრედ ამ მიზეზით გადაწყვიტა სტერლინგმა სასწრაფოდ დაბრუნებულიყო ინგლისში, რათა მოენახულებინა ოჯახი და მათ უსაფრთხოებაში დარწმუნებულიყო.

გარეთ საუთგეიტის ნაკრებს მომავალი შეხვედრა ხვალ, საფრანგეთის წინააღმდეგ ელის. 1/4-ფინალური დაპირისპირება 23:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები