Belive

მუნდიალი 2022 | რიო ფერდინანდი: "ჯუდ ბელინგემი 19 წლის არ არის"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ვეტერანმა ინგლისელმა ფეხბურთელმა, რიო ფერდინანდმა თავისი ქვეყნის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის, ჯუდ ბელინგემის შესახებ ისაუბრა, რომელიც 2022 წლის მუნდიალზე შესანიშნავ მატჩებს ატარებს.

"სამი ლომის" და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა ხუმრობით თქვა, რომ არ სჯერა, რომ დორტმუნდის "ბორუსიას" ახალგაზრდა ნახევარმცველი მხოლოდ 19 წლისაა და მისგან დაბადების მოწმობის წარმოდგენას ითხოვს.

"ბელინგემი არ არის 19 წლის... მინდა ვნახო მისი დაბადების მოწმობა! ის უბრალოდ წარმოუდგენელია", - წერს რიო ფერდინანდი Twitter-ში.

ჯუდ ბელინგემს 2022 წლის მუნდიალზე 4 შეხვედრაში 1 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს, მთლიანად ინგლისის ნაკრებში კი უკვე 20 შეხვედრის ჩატარება მოასწრო და 1 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა.

ინგლისის ნაკრები მეოთხედფინალურ ეტაპზე მოქმედ ჩემპიონ საფრანგეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა ალ ბაიტის სტადიონზე 10 დეკემბერს გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები